ჭარწონიანობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი

ჭარბწონიანობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
დღესდღეობითროდესაც ყველა სადღაც მიიჩქარის საკმარისი დრო არ გვრჩება იმისათვისრომ საკუთარ ჯანმრთელობას სათანადოდ მივაქციოთ ყურადღება.
მაქსიმალურად ვცდილობთ ყოველი საქმიდან დავზოგოთ დროამიტომაც ავტომატურად გვიწევს ვიცხოვროთ არაჯანსაღი ცხოვრების წესით.
 ამავე მიზეზით ვხდებით სწრაფი კვების ობიექტების ხშირი და მუდმივი სტუმარირასაც ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე გავრცელებულ პრობლემასთანჭარბწონიანობასთან მივყავართრაც მოსახლეობის არა რომელიმე განსაკუთრებულ კატეგორიას მოიცავსარამედ მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს, როგორც მოზარდიისე ზრდასრული და მოხუცი ადამიანიც კი.
 შეიძლება ვიფიქროთრომ ეს არც ისე დიდ პრობლემას წარმოადგენსთუმცა ამ შემთხვევაში არ ვიქნებით მართლებირადგანაც ჭარბწონიანობა სერიოზულ პრობლემას უქმნის სისხლის მიმოქცევას და მაშასადამე ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან და ფაქიზ ორგანოს - გულსამ დროს არცთუ იშვიათად აუცილებელი ხდება ექიმის ჩარევა სავალალო შედეგის თავიდან ასაცილებლად.
  ესეც რომ არ იყოსჭარბწონიანი ადამიანები ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლნიემართებათ დეპრესია და უჩნდებათ არასრულფასოვნების შეგრძნება (კომპლექსი)რაც ასევე შესაძლოა დამთავრდეს სავალალო -თვითმკვლელობის შედეგითმითუმეტეს მაშინროდესაც საქმე მოზარდებს ეხება.
ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა როგორ ვებრძოლოთ ჭარბწონიანობასდა ზოგიერთ თქვენგანს სავარაუდოდ პირველი რაც თავში მოუვა იქნება სიტყვა დიეტა.
 არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დიეტის თვითნებურად დაწყებაგანსაკუთრებით მოზარდობისასამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის ჩარევარადგან მან უკეთ იცის რა სჭირდება ჩვენს ორგანიზმს და რა არა.
 თვითნებური დიეტები იმაზე საშიშიავიდრე ჭარბწონიანობით გამოწვეული პრობლემები.
 დიეტის დროს ხშირად იკრძალავენ ისეთი საკვების მიღებასრაც აუცილებელია ორგანიზმისათვის და ხელს უწყობს ბავშვის ზრდასგანვითარებასა და ჩამოყალიბებასამ დროს შესაძლოა ისეთი ზიანი მიადგეს მოზარდის ორგანიზმსრომლის გამოსწორებაც მისი მთელი ცხოვრების მანძილზე შეუძლებელი გახდესამიტომრომ თვითნებური დიეტები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოს არავინგანსაკუთრებით მოზარდებმა.
 საუკეთესო საშუალება წონის დასაკლებად და ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის არის ვარჯიში და სწორი კვება.
არცერთი დიეტა არ იძლევა ისეთ სწრაფ და ეფექტურ შედეგს როგორც ამ ორი ფაქტორის კომბინაცია.
 ჯანსაღ საკვებად მხოლოდ დაბალკალორიული პროდუქტი არ მოიაზრებარეკომენდირებულია ვჭამოთ ყველაფერიდღეში რამოდენიმეჯერ მცირე ულუფა.
ხოლო დილით სუფთა ჰაერზე ვარჯიში ხელს უწყობს კუნთების გამკვრივებასფილტვებისსრულფასოვან მუშაობასა და ნივთიერებათა ცვლას ჩვენს ორგანიზმში.
 ასერომ ჩვენ ყველამ ერთად ხელი უნდა შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას და ერთად მარტივად დავამარცხოთ ჭარბი წონა და სხვა პრობლემებირომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს ჯანმრთელობას.
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
 
  


Комментариев нет:

Отправить комментарий