მეფუტკრეობა
მეფუტკრეობა ერთ-ერთი გავრცელებული დარგია საქართველოში, ამიტომაც კლუბ ,,ეკო-vision”-ის წევრებმა გადავწყვიტეთ სტუმრად მივსულიყავით ჩვენი თემის ერთ-ერთ მეფუტკრესთან და მისგან მიგვეღო ინფორმაცია ამ დარგის შესახებ.
დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა, ამიტომ გვინდა გაგიზიაროთ მიღებული იმნფორმაცია:
ოჯახი უკვე 25 წელია მისდევს მეფუტკრეობას. მათი თქმით ფუტკრის მოვლა სულაც არაა რთული, მთავარია ყველაფერი დროულად გაკეთდეს და ამინდის მიერ მოხდეს ხელშეწყობა.
ფუტკრების მუშაობის დაწყება ყვავილობისას ხდება, თუმცა კლიმატური პირობების გამო ჩვენს ქლაქში ფუტკრის გაღვიძება მაისში ხდება, ამიტომაც პირველი თაფლი ივნისის მეორე ნახევარში იწურება, მაშინ როდესაც დასავლეთში მაისში უკვე ყველა სკა დაწურულია. კარგი სეზონის შემთხვევაში თითოეული სკიდან 50-60 კილოგრამი თაფლი მიიღება.
როგორც ვიცით, არსებობს სამი ტიპის ფუტკარი: დედა ფუტკარი, მამა ფუტკარი და მუშა ფუტკრები. დედა ფუტკარი თითოეულ სკაში მხოლოდ ერთია, იგი ყველაზე მნიშვნელოვანია, მისგან ხდება გამრავლება. მამა ფუტკარი გამრავლების შემდეგ სკიდან იდევნება. მუშა ფუტკრები უზრუნველყოფენ თაფლის წარმოებას.
აგრეთვე არსებობენ მზვერავი ფუტკრები, რომლებიც პირველები ათვალიერებენ ახალ გარემოს, ისინი სკიდან დაახლოებით 7-8 კილომეტრის რადიუსით დაფრინავენ და ირჩევენ ადგილს, სადაც შემდგომში მუშა ფუტკრები გაემართებიან ნექტრის შესაგროვებლად.
როდესაც სკაში ფუტკრების რაოდენობა იზრდება, ხდება გადაყოფა ახალ სკაში. აგრეთვე ცუდი სეზონის დროს ხშირია დაპირისპირება სკებს, ანუ ოჯახებს შორის. თუ რომელიმე სკის დედა ფუტკარს მოკლავენ, მაშინ დანარჩენი ფუტკრები გამარჯვებულ სკას უერთდებიან და თან მიაქვთ დამზადებული თაფლიც.
მთის თაფლი საუკეთესოა, რადგანაც მთაში ნექტარს ფუტკრები უამრავი სამკურნალო მცენარიდან იღებენ.
ძალიან ხშირად ხდება თაფლის ,,გაყალბებაც“ შაქრის და სხვა მინარევების დამატებითაც, ამიტომაც საჭიროა ვისწავლოთ მათი გარჩევა. ჩვენმა მასპინძელმა ასეთი ხერხი გაგვიმხილა: ხელზე დავისხათ თაფლი და გადავუსვათ ხელი, თუ ის მალამოსავით გლუვი აღმოჩნდება, ის სუფთაა, ხოლო თუ შაქრის კრისტალებს შეიცავს მინარევებიანია.
ფუტკრები სკაში მუშაობის დროს საფრთხეს არ წარმოადგენენ, აგრესიულები მხოლოდ ცუდ ამინდში ხდებიან. თურმე მუშაობისას ფუტკრებს მკვეთრი სუნები აღიზიანებთ მაგ. სუნამო, ალკოჰოლი, თამბაქო და ა.შ.
ზამთრის მოახლოებისას ფუტკრები სკას საჭმლით უზრუნველყოფენ, თუ საჭიროა მეფუტკრე შაქარწყალს ან თაფლს უმატებს გამოსაკვებად.
აგრეთვე მეფუტკრე უზრუნველყოფს სითბოს სკაში, თავის მხრივ ფუტკრები ისე იკავებენ ადგილს, რომ ერთმანეთი გაათბონ და ეს სითბოც შეინარჩუნონ, ამიტომაც ზამთარში არა თუ სკის თავზე ახდა, არამედ მისი გადაადგილებაც დაუშვებელია, წინააღმდეგ შემთხვწვაში ფუტკრები სიცივისაგან გაიყინებიან.

Комментариев нет:
Отправить комментарий