ჭინჭარი-ვიტამინების საბადო
ხშირად ეზოებსა და ბაღებში გვხვდება ისეთი მცენარეები, რომელთაც სარეველებად მივიჩნევთ და დაუყონებლივ ვსპობთ მას, თუმცა ის კი არ ვიცით რაოდენ მნიშვნელოვან ვიტამინებს შეიცავენ ისინი.
ერთ-ერთ ასეთ მცენარედ შეგვიძლია მივიჩნიოთ ჭინჭარი.
ჭინჭარში არსებული ვიტამინები ოთხჯერ მეტია ვიდრე ლიმონში და ორჯერ მეტი ვიდრე სტაფილოში.
ის უნიკალურია მისი შემადგენლობით და სამკურნალო თვისებების მრავალფეროვნებით. როგორც უკვე აღვნიშნე სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა აღიქვამს ამ მცენარეს, როგორც სარეველას და მის მოშორებას ლამობენ.
ჭინჭარს ხშირად შორიდან ვუვლით, რადგან ისუსხება და ქავილს იწვევს, თუმცა ბოტანიკოსები ამტკიცებენ, მასში შემავალ უამრავ ვიტამინთან ერთად ეს დასუსხვაც ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა და არათუ გვერდი უნდა ავუაროთ მას, არამედ უნდა მოვკრიფოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ მისი სასარგებლო თვისებები.
ჭინჭრის სამკურნალო თვისებები კარგად იყო ცნობილი ჩვენი წინაპრებისთვის და მისი პოპულარობა დღესაც არ მცირდება. ჩვენს მხარეში ახალგაზრდა ჭინჭარს დიასახლისები წვნიანების, სალათებისა და ფხალეულის მოსამზადებლად იყენებენ. მისგან დამზადებული კერძები არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლო, ჯანსაღი და ვიტამინებით უაღრესად მდიდარია.
ჭინჭარში შემავალი ვიტამინები და მინერალები მას ქმნიან ყველაზე სასარგებლო მწვანილად.
ასეთი სასარგებლო შემადგენლობის მცენარეს ვერ ვიპოვით ვერც ხილსა და ვერც ბოსტნეულში.
მაგალითად, ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ჭინჭარში უფრო მეტია, ვიდრე ლიმონში ხოლო ვიტამინი A მეტია, ვიდრე ისპანახსა და სტაფილოში.
ამასთანავე იგი შეიცავს ვიტამინ E-ს, რომელიც ართრიტით დაავადებულ ადამიანებს ტკივილის შემცირებასა და სხეულის გაუმჯობესებაში ეხმარება. ვიტამინი H, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ღვიძლისა და ნერვული სისტემის მუშაობაში და ვიტამინი K, უზრუნველხობს სისხლის შედედებას და იცავს გულს.
ჭინჭარი ხალხურ მედიცინაში ხშირად გვხვდება, აი მისი რამდენიმე დანიშნულებაც:
ჭინჭრის ნაყენი ეფექტურად შველის თმისცვენასა და გამელოტებას, ამიტომაცაა, რომ ჩვენთვის საყვარელი სამკურნალო შამპუნები სწორედ ჭინჭრის შემცველობისაა.
სისხლში შაქრის შემცველობის იდეალური დამწევია.
2ს/კ გამხმარი ფოთლის იოგურტში შერევით ვიღებთ უებარ საშუალებას, რომელიც გვეხმარება სისხლში შაქრის დარეგულირებით.
თუმცა როგორც ყველა წამალს, ჭინჭრის გამოყენებასაც მოფრთხილება სჭირდება.
მისი გამოყენებისას დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ მასზე ალერგია არ გვაქვს, რათა თავიდან ავიცილოთ სავალალო შედეგები.
აგრეთვე მისი გამოყენება არაა მიზანშეწონილი ორსულობის, მაღალი პოთრომბინისა და ვარიკოზის დროს.
ასე, რომ იმედი მაქვს ამ სტატიის შემდეგ უყურადღებოდ აღარ დავტოვებთ ამ მეტად სასარგებლო მცენარეს და მაქსიმალურად შევეცდებით ბოლომდე გამოვიყენოთ მისი სასარგებლო თვისებები.
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий