სტუმრად ადგილობრივ ფერმერთან
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს სოფელში მეცხოველეობის დარგი ძალიან განვითარებულია და მოსახლეობა ძირითადად მეცხოველეობას მისდევს.
როგორც დაგეგმილი გვქონდა, ,,ეკო-vision“- ის წევრები კვლავ დიდი სიამოვნებით ვაგრძელებთ რუბრიკას ,,სტუმრად ადგილობრივ ფერმერთან“. ამჯერად ჩვენი რესპოდენტი მსხვილფეხა პირუტყვის მოშენებით დაკავებული ადგილობრივი მოსახლე ბატონი მათე გახლდათ.
მან დიდი სიამოვნებით გაგვცა პასუხი ჩვენს მიერ ყოველ დასმულ კითხვაზე, ამიტომაც გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომელიც დღევანდელი ვიზიტით მივიღეთ.
ბატონმა მათემ სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ეს საქმიანობა და დღესდღეობით მას 13 გოჭი, დედა ღორი და 11 ძროხა ჰყავს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბიურიკის ჯიშის დედა ღორმა 13 გოჭი დაყარა. სწორედ ეს გახდა მოტივაცია დაეწყოთ მათი მოშენება.
ჩვენი რესპოდენტი საუბრისას გვიყვება, რომ მათი მოვლა სულაც არ არის რთული. პირველ ეტაპზე მთავარია სწორი ტემპერატურის შერჩევა და სწორი კვება. ახალშობილები დედის რძით იკვებებიან, ხოლო როდესაც წამოიზრდებიან გამოიყენებენ კომბინირებულ საკვებს კერძოდ: ქატოს, ხორბალს და ა.შ. დღეში სამჯერ.
რეგულარული აცრები პატარებისათვის ჯერ ადრეა, თუმცა ისინი უკვე იღებენ ჭიის წამალს თავიანთი ჯანმრთელობისათვის.
ბატონი მათე აქტიურად იყენებს ადგილობრივ ბაზარს, რათა გაყიდოს რვა გოჭი და მათ ნაცვლად შეიძინოს სხვადასხვა ჯიშის დედა ღორები.
როგორც უკვე აღვნიშნე ჩვენი რესპოდენტს ამავდროულად 11 ძროხა ჰყავს, მათგან 5 მეწველია, 6- კი მოზარდი. თებერვლის თვიდან კვლავ ელიან მატებას, რაც მათ ფერმას კიდევ უფრო გააფართოვებს.
ჩვენ აგრეთვე ვისაუბრეთ მათი მოვლის რუტინაზეც. მათი საკვები ძირითადად თივა და ჩალაა, თუმცა ხანდახან მას ვაშლი, კარტოფილი, კომბოსტო და სხვა ბოსტნეული ანაცვლებს.
ზაფხულის თვეში თითოეული ძროხა 12 ლიტრ რძეს იწველება, შემოდგომისას მისი რაოდენობა ნახევრდება. რძის ასეთი რაოდენობა ფერმერს საშუალებას აძლევს მისგან დამზადებული პროდუქცია არა მხოლოდ სახლში მოიხმაროს, არამედ ადგილობრივ ბაზარზეც მოახდინოს მისი რეალიზება.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ საქონელს აცრები სეზონურად უკეთდებათ, ამიტომაც კლიენტები ენდობიან მათ პროდუქციას.
ერთადერთი სირთულე რომელიც მათ გზად ხვდებათ საძოვრების სიმცირეა , ამის გამო ფერმერის ოჯახს ზაფხულობით მთაში გახიზვნა უწევს.
ამიტომ ვთვლი, რომ მეცხოველეობის დარგი არის მეტად საპასუხისმგებლო და საჭიროებს მხარდაჭერასა და განვითარებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий